კოლუმბიაში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 12 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს
კოლუმბიაში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 12 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

კოლუმბიაში ქვეყნის ისტორიაში კოკაინის უმსხვილესი პარტია აღმოაჩინეს. 12 ტონა კოკაინი სამართალდამცავებმა კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ აპარტადოში ჩატარებული სპეცოპერაცია „აგამემნონის“ შედეგად ამოიღეს.

ნარკოტიკები ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. კონტრაბანდული ტვირთი ბანანის ფერმის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საცავებში იყო დამალული. პოლიციის შეფასებით, აღმოჩენილი ნარკოტიკის ღირებულება 360 მილიონ ევროს აღწევს.

სპეცოპერაციაში 400-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ ქალაქ აპარტადოში სამხედროებისა და ნაციონალური თავდაცვის მინისტრის თანხლებით კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ჩავიდა.