კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდას მიაღწია.

როგორც მედია წერს, თავდაპირველ მიწისძვრას რამდენიმე წუთის შემდეგ ბიძგები მოჰყვა. კოლუმბიის ეროვნულმა გეოლოგიურმა სამსახურმა მეორე მიწისძვრა 5.6 მაგნიტუდად შეაფასა, მომდევნო ბიძგები კი – 4.8 მაგნიტუდად.

კოლუმბიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ევაკუირებულია კალვარიოს მთელი მუნიციპალიტეტიდან, მეტადან, რომელიც მაღალმთიანი დედაქალაქიდან  სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.