კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა

09:15, 06.12.2022

კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა.

შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი. მაშველებმა ცხრა მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყერი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა. დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

მსგავსი