კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა.
შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი. მაშველებმა ცხრა მგზავრის გადარჩენა შეძლეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყერი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა. დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.