კოკა ყანდიაშვილი - რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი
საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია, მაღიარეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ყანდიაშვილი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის ჩატში მესიჯების გაგზავნას კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ, კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი? მესმის – ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია – მაღიარეთ, მაღიარეთ“, – წერს კოკა ყანდიაშვილი.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მომზადებული კანონპროექტი რომელი იყო და რომელი – ოპოზიციის, ამას უმრავლესობის ჩატში წითელი და მწვანე ვაშლების გაგზავნით აგებინებდნენ, უფროსად კი კოკა ყანდიაშვილი ჰყავდათ.