კოკა ლაბარტყავა - რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ სავალალო შედეგები მოიტანა
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ავტორის კოკა ლაბარტყავას განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი გულისხმობს როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლას ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში, ასევე ჯანდაცვის სერვისების განვითარებასა და განათლების სისტემაში სპეციალური სწავლების ინტეგრირებას.
ლაბარტყავას თქმით, რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ სავალალო შედეგები მოიტანა.
„ჩვენ მოვახდინეთ ათიათასობით ადამიანის კრიმინალიზაცია მათი დასჯა, დაპატიმრება და იზოლაცია . შესაბამისად გაუსრესდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დამძიმდა.
ჩვენ ადამიანებს მოხმარების ანუ დაავადების გამო გავუუქმებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მივცემთ შესაძლებლობას ჩაერთონ ზიანის შემცირების, სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში“,- განაცხადა პროექტის ავტორმა.
კოკა ლაბარტყავას თქმით, საკანონდებლო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს სახელისუფლებო პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
„ფაქტია ის, რომ რეგულაციებმა, რაც ამ დრომდე იყო, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. რისკად განიხილავენ და მიუთითებენ იმაზე, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაიზრდება რეფორმის შედეგად. ამის საპირისპიროდ ჩვენ გვავიწყდება, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში იზრდება ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა, საუბარია მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებზე. ჩვენს მხარეს არის მყარი არგუმენტაცია, რომ რეფორმის ფარგლებში გაუმჯობესდება ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა“, განაცხადა კოკა ლაბარტყავამ.