კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.