თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 85 წლამდე ქალია, რომელიც ბინაში მარტო იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.