კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:13, 05.02.2018

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი