გერმანიაში, ავიაბაზაზე ორი ამერიკელი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

18:17, 13.01.2020

გერმანიაში, ავიაბაზაზე ორი ამერიკელი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს.

ინციდენტი გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინლანდ-პფალცის მიწაზე მდებარე სამხედრო ობიექტზე მოხდა. ინფორმაცია ავიაბაზის ვებვერდზეა გამოქვეყნებული.

20 წლის ორი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ყაზარმაში 9 იანვარს აღმოაჩინეს. ჯარისკაცების გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი