თბილისის ერთ-ერთ უბანში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისის ერთ-ერთ უბანში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ჩვილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.