კობა გვენეტაძე - ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ
სტაბილურობის თვალსაზრისით არც ერთ კომერციულ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კომერციული ბანკები მომგებიანობას მალევე აღადგენენ.
„იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ბანკების შერწყმა იქნა, არ ვადასტურებ რომ ეს იგეგმება, მაგრამ თუ რამე მოხდა, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიისგან მომდინარე ეკონომიკური პრობლემებისა და იმის გამო, რომ ბანკს რამე ფინანსური პრობლემები აქვს. ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების ზარალმა 747 მლნ ლარი შეადგინა.