აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ხუთ რუსულ ბანკთან ენერგეტიკის სფეროში ანგარიშსწორების წარმოების ნებართვა გასცა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ხუთ რუსულ ბანკთან ენერგეტიკის სფეროში ანგარიშსწორების წარმოების ნებართვა გასცა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსულ ბანკებთან ენერგეტიკის სფეროში ანგარიშსწორების წარმოების ნებართვა გასცა, მათ შორის, „ვითიბი ბანკთან“, „ცენტრობანკთან“, „სბერბანკთან“, „ვნეშეკონომბანკთან“ და „ალფა-ბანკთან“.

აშშ-ის სახაზინო უწყების მიერ გაცემული ლიცენზიის თანახმად, აღნიშნულ ბანკებთან ოპერაციებზე აკრძალვა 2024 წლის პირველ ნოემბრამდე მოიხსნა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებულად მიიჩნევა ტრანზაქციები, რომლებსაც კავშირი აქვთ ნავთობის, გათხევადებული აირის, ხის მერქნის, ქვანახშირისა და ურანის მოპოვებასთან, წარმოებასთან, გადამუშავებასთან, გათხევადებასთან, ტრანსპორტირებასთან ან შეძენასთან.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ აშშ-მა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები რამდენჯერმე დააწესა.