კობა გვენეტაძე კარლ ჰარცელს შეხვდა
კობა გვენეტაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკურ შედეგებსა და გამოწვევებს.

კობა გვენეტაძემ ელჩს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. კარლ ჰარცელს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში რუსული ბანკების მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესაბამისად გატარდა.

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

ინფორმაცას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.