ერთი კვირის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლივერპულმა” ორჯერ დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”. ამით “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაამტკიცა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდების დამარცხებაში მთავარი სპეციალისტია.
გერმანელისა და ესპანელის გზები 14-ჯერ გადაიკვეთა და კლოპის გუნდებმა რვა მატჩი მოიგეს. ბოლო შვიდ მატჩში კი გვარდიოლას მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული კლოპი – შარშან, სექტემბერში “ეტიჰადზე” 5:0.
კლოპი-გვარდიოლას 14 დაპირისპირება:
27.07.2013 გერმანიის სუპერთასი – დორტმუნდი-ბაიერნი 4:2
23.11.2013 ბუნდესლიგა – დორტმუნდი-ბაიერნი 0:3
12.04.2013 ბუნდესლიგა – დორტმუნდი-ბაიერნი 3:0
17.05.2014 გერმანიის თასი (ფინალი) – დორტმუნდი-ბაიერნი 0:2
13.08.2014 გერმანიის სუპერთასი – დორტმუნდი-ბაიერნი 2:0
01.11.2014 ბუნდესლიგა – დორტმუნდი-ბაიერნი 1:2
04.04.2015 ბუნდესლიგა – დორტმუნდი-ბაიერნი 0:1
28.04.2015 გერმანიის თასი (1/2 ფინალი) – დორტმუნდი-ბაიერნი 3:1
31.12.2016 პრემიერლიგა – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:0
19.03.2017 პრემიერლიგა – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:1
09.09.2017 პრემიერლიგა – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 0:5
14.01.2018 პრემიერლიგა – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 4:3
04.04.2018 ჩემპიონთა ლიგა (1/4 ფინალი) – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 3:0
10.04.2018 ჩემპიონთა ლიგა (1/4 ფინალი) – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 2:1
სულ: რვა მოგება, ერთი ფრე, ხუთი წაგება; ბურთები – 24-21
ბუნებრივია, კლოპზე ხშირად გვარდიოლა არც ერთ სხვა მწვრთნელს არ ჰყავს დამარცხებული. უფრო მეტიც, სამზე მეტი გამარჯვება ესპანელზე მხოლოდ ორ სპეციალისტს აქვს.
მწვრთნელები, რომლებიც ყველაზე ხშირად უგებდნენ პეპ გვარდიოლას:
იურგენ კლოპი – 14 მატჩი, 8 მოგება
ჟოზე მოურინიო – 21 მატჩი, 5 მოგება
არსენ ვენგერი – 14 მატჩი, 3 მოგება
კარლო ანჩელოტი – 2 მატჩი, 2 მოგება
ანტონიო კონტე – 4 მატჩი, 2 მოგება
ლუის ენრიკე – 4 მატჩი, 2 მოგება
მარკუს ვაინცირლი – 7 მატჩი, 2 მოგება
დიტერ ჰაკინგი – 8 მატჩი, 2 მოგება
მანუელ პელეგრინი – 11 მატჩი, 2 მოგება
მაურისიო პოჩეტინო – 12 მატჩი, 2 მოგება