გვარდიოლა - კლოპს იმდენად უყვარს ფეხბურთი, აუცილებლად დაბრუნდება #1TVSPORT
გვარდიოლა - კლოპს იმდენად უყვარს ფეხბურთი, აუცილებლად დაბრუნდება #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა „ლივერპულის“ დამრიგებლის შესახებ ისაუბრა – გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ კლოპი ფეხბურთის გარეშე ვერ გაძლებს და თავის საყვარელ საქმეს აუცილებლად დაუბრუნდება.

„იურეგნ კლოპმა ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი გახადა, მასთან მეტოქეობა დამეხმარა, რომ უკეთესი სპეციალისტი გამოვსულიყავი. კლოპს იმდენად უყვარს თავისი საქმე, აუცილებლად დაბრუნდება. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ფეხბურთს კლოპის მგავსი ადამიანები ძალიან სჭირდება“, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ „მერსისაიდელების“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპული“ დატოვოს.