კლოპი vs გვარდიოლა – 8:5

08:59, 11.04.2018

ერთი კვირის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლივერპულმა” ორჯერ დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”. ამით “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაამტკიცა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდების დამარცხებაში მთავარი სპეციალისტია.

გერმანელისა და ესპანელის გზები 14-ჯერ გადაიკვეთა და კლოპის გუნდებმა რვა მატჩი მოიგეს. ბოლო შვიდ მატჩში კი გვარდიოლას მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული კლოპი – შარშან, სექტემბერში “ეტიჰადზე” 5:0.

კლოპი-გვარდიოლას 14 დაპირისპირება:
27.07.2013 გერმანიის სუპერთასი – დორტმუნდი-ბაიერნი 4:2
23.11.2013 ბუნდესლიგადორტმუნდი-ბაიერნი 0:3
12.04.2013 ბუნდესლიგადორტმუნდი-ბაიერნი 3:0
17.05.2014 გერმანიის თასი (ფინალი) – დორტმუნდი-ბაიერნი 0:2
13.08.2014 გერმანიის სუპერთასი – დორტმუნდი-ბაიერნი 2:0
01.11.2014 ბუნდესლიგადორტმუნდი-ბაიერნი 1:2
04.04.2015 ბუნდესლიგადორტმუნდი-ბაიერნი 0:1
28.04.2015 გერმანიის თასი (1/2 ფინალი) – დორტმუნდი-ბაიერნი 3:1
31.12.2016 პრემიერლიგალივერპული-მანჩესტერ სიტი 1:0
19.03.2017 პრემიერლიგალივერპული-მანჩესტერ სიტი 1:1
09.09.2017 პრემიერლიგალივერპული-მანჩესტერ სიტი 0:5
14.01.2018 პრემიერლიგალივერპული-მანჩესტერ სიტი 4:3
04.04.2018 ჩემპიონთა ლიგა (1/4 ფინალი) – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 3:0
10.04.2018 ჩემპიონთა ლიგა (1/4 ფინალი) – ლივერპული-მანჩესტერ სიტი 2:1

სულ: რვა მოგება, ერთი ფრე, ხუთი წაგება; ბურთები – 24-21

ბუნებრივია, კლოპზე ხშირად გვარდიოლა არც ერთ სხვა მწვრთნელს არ ჰყავს დამარცხებული. უფრო მეტიც, სამზე მეტი გამარჯვება ესპანელზე მხოლოდ ორ სპეციალისტს აქვს.

მწვრთნელები, რომლებიც ყველაზე ხშირად უგებდნენ პეპ გვარდიოლას:
იურგენ კლოპი – 14 მატჩი, 8 მოგება
ჟოზე მოურინიო – 21 მატჩი, 5 მოგება
არსენ ვენგერი – 14 მატჩი, 3 მოგება
კარლო ანჩელოტი – 2 მატჩი, 2 მოგება
ანტონიო კონტე – 4 მატჩი, 2 მოგება
ლუის ენრიკე – 4 მატჩი, 2 მოგება
მარკუს ვაინცირლი – 7 მატჩი, 2 მოგება
დიტერ ჰაკინგი – 8 მატჩი, 2 მოგება
მანუელ პელეგრინი – 11 მატჩი, 2 მოგება
მაურისიო პოჩეტინო – 12 მატჩი, 2 მოგება

მსგავსი