კლინიკა LJ-ის დირექტორი - პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გამოითქვა მზაობა, რომ ყველა კერძო კლინიკა იყოს აღჭურვილი სათანადო საშუალებებით
კომპანია LJ-ის აქვს 200 საწოლი. აქედან 20 სრულად არის აღჭურვილი სასუნთქი აპარატებით“, – ამის შესახებ კლინიკა LJ-ის დირექტორმა, ზაზა ლომინაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიას აქვს ასევე 7 ბოქსირებული პალატა და ერთ-ერთი ინფექციური საავადმყოფო სრულიად იქნება მზად პაციენტების მისაღებად.
„ჩვენ ამ რეჟიმში ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია და საბედნიეროდ, ქუთაისში აღებული 106 ანალიზიდან ჯერჯერობით არც ერთი COVID-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მადლობა საქართველოს მთავრობას დღევანდელი შეხვედრისთვის, სადაც პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გამოითქვა მზაობა, რათა ყველა კერძო კლინიკა იყოს აღჭურვილი სათანადო საშუალებებით. მადლობა მინდა ვუთხრა მედპერსონალს, რომელიც დღესაც დგანან სადარაჯოზე და ყველა პაციენტს იკვლევენ ყველა საეჭვო შემთხვევაზე. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, არ აყვეს პანიკას, დავრჩეთ სახლში, რათა ჩვენს მედპერსონალს მივცეთ საშუალება, სწორად და ადეკვატურად ვუპასუხოთ COVID-19-ის შემოტევას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.