კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი
კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი სოფელი, წიფორი, ხევშა და ჭიკაანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
წიფორში, ხევშასა და ჭიკაანში 25 კომლი ცხოვრობს.