ფასანაურში მიტოვებული შენობა სპორტულ კერად გადააქციეს #1TVSPORT
ფასანაურში მიტოვებული შენობა სპორტულ კერად გადააქციეს #1TVSPORT

2021 წლის 6 ნოემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაბა ფასანაურის ახალ სპორტულ კომპლექსს ესტუმრა და ძიუდოს აკადემია მოინახულა.

აკადემია მალე გაიხსნება – ფონდის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტს დარბაზის ინვენტარით აღჭურვასა და ბავშვებს კი შესაბამისი სპორტული ეკიპირებით მომარაგებაში დაეხმაროს.

ამის შემდეგ ფონდის წარმომადგენლები საფეხბურთო კლუბ „არაგველებს“ ესტუმრნენ და დამწყებ ფეხბურთელებს საჩუქრად სპორტული ეკიპირება და ინვენტარი გადასცეს.

„ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვების ინვენტარით უზრუნველყოფა. რეგიონებში არაერთი ენთუზიასტია, რისი კარგი მაგალითიც ფასანაურია. მიტოვებული შენობა სპორტულ დარბაზად გადააკეთეს და სპორტული კერა შეინარჩუნეს. ბავშვებს საჩუქრები რომ გადავეცით, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბევრი მაღალი დონის სპორტსმენი გაიზრდება. ასეთი კერებს შექმნა სპორტის და სპორტული ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, – ამბობს ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ფონდი ივნისში დაფუძნდა და მისი მიზანია, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, პარტნიორი კომპანიების თანადგომით, ქართული სპორტისთვის სასარგებლო ახალ პროექტებსა და პროგრამებს ხელი შეუწყოს და განვითარებისთვის ბიზნესი მოიზიდოს.

დატოვე კომენტარი