ფასანაურში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა [ვიდეო-ფოტო]

16:32, 29.04.2022

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფასანაურში.

როგორც საქართველოს პირველ არხს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ განუცხადა, დატბორილია ცენტრალური საავტომობილო გზა და გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილება. ფასანაურის თემის 35 ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს.

მაცაცო ნარიმანიძის თქმით, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. მისივე განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ სამუშაოებს, რათა პრობლემა მოკლე ხანში აღმოიფხვრას.

მსგავსი