შვეიცარიის სოფელ ბრიენზის მცხოვრებლებს კლდის ჩამონგრევის საფრთხის გამო სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს
შვეიცარიის სოფელ ბრიენზის მცხოვრებლებს კლდის ჩამონგრევის საფრთხის გამო სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს

შვეიცარიის სოფელ ბრიენზის მცხოვრებლებს კლდის ჩამონგრევის საფრთხის გამო სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც შვეიცარიული სოფლის მცხოვრებლებს უთხრეს, ორ მილიონი კუბური მეტრის მოცულობის კლდე უახლოეს დღეებში ჩამოიშლება, ამიტომ სახლები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

ევაკუაციის განკარგულება სოფელში დარჩენილი 70 ადამიანისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გეოლოგები მათ აფრთხილებდნენ, რომ, შესაძლოა, კლდე მოწყვეტილიყო. სოფელში უკვე შეჩვეულები იყვნენ, რომ მათ ბაღებში დროდადრო დიდი ქვები ცვიოდა. მიუხედავად ამისა, სოფლის მცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ, რომ კლდის ჩამოშლის პროცესი შენელდებოდა და მათ სახლების მიტოვება არ მოუწევდათ.

ხელისუფლების განკარგულებით, დღეიდან სოფელში არავის შეუშვებენ, ხოლო პარასკევს მოსახლეობის ევაკუაცია უნდა დასრულდეს.

ბრიენზის მცხოვრებლებს დროებით ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანენ.