ღვარცოფის გამო, დაბა ფასანაურთან მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18:15, 29.04.2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღვარცოფის და გამონატანების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე (დაბა ფასანაური) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მსგავსი