კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიცია გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობს [ფოტო]
კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიცია გზის სავალი ნაწილის აქციის მონაწილეებისაგან გათავისუფლებას ცდილობს. პროცესი მცირედი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს.
დარბაზში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.
აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.
აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.