კინომსახიობთა გილდიის რიგით 24-ე ცერემონიას ისტორიაში პირველად, ქალი წაიყვანს.
ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
საზეიმო დაჯილდოების ცერემონიას მსახიობი კრისტენ ბელი გაუძღვება.
გარდა ამისა, კინომსახიობთა გილდიის გადაწყვეტილებით ცერემონიაზე ყველა ნომინაციას ქალი მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები წარადგენენ.
“ქალი წამყვანი და ქალი წარმდგენები გასული წლის ამბებზე ჩვენი გამოხმაურება იქნება, გარდა ამისა, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მარტში დაგეგმილ ქალთა მარშს. შემდეგი წელი ქალების წელია და მივესალმებით ყველა მამაც და გამბედავ ქალს, რომლებმაც ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კინომსახიობთა გილდიის რიგით 24-ე ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართება.