გარეტ ბეილმა დაადასტურა, რომ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გარეტ ბეილმა დაადასტურა, რომ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს #1TVSPORT

გარეტ ბეილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კარიერას ამერიკაში, „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეილმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა და „ლოს ნჯელსში“ 2023 წლამდე ითამაშებს, ხელშეკრულების 18 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გარეტ ბეილი „რეალის“ რიგებს 2013 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან „სამეფო“ კლუბში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის ავტორი გახდა.