ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეიოფს გამოეთიშა #1TVSPORT
ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) მოქმედი ჩემპიონი „ინტერ მაიამი“ ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. ლიონელ მესის გუნდი პლეიოფის პირველ რაუნდში „კოლამბუს ქრიუსთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ფლორიდელებმა სერიის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 0:3 წააგეს, მეორე მატჩში კი სტუმრად მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ურუგვაელმა სანტიაგო როდრიგესმა გაიტანა.
ამრიგად, „კოლამბუსმა“ სერია 2:0 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ნიუ ინგლენდსა“ და „ფილადელფიას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ პლეიოფის ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
„ინტერ მაიამიმ“ 2025 წელს კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა MLS-ის ჩემპიონის ტიტული, როდესაც ფინალში „ვანკუვერი“ დაამარცხა.