ლეგიონერები | გულიაშვილის „რასინგმა“ გასვლით მატჩში „ლევანტე“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ ესპანეთის ლა ლიგაში „ლევანტეს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.
„ლვეანტე“ ივან რომეროს ზუსტი დარტყმით დაწინაურდა. მეორე ტაიმში „რასინგმა“ თამაში შემოატრიალა – 20 წლის პაბლო გარსიამ დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი იასირ ზაბირიმ გაიტანა.
ცხრილი იტვირთება…