„იბერიამ“ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველო დააწინაურა #1TVSPORT

11:51, 28.11.2026

„იბერიამ“ კონფერენსლიგაზე ესპანურ „ხეტაფესთან“ მოგებით (1:0) უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველოს წლიური ქულათა მარაგი 2,500 ქულამდე გაზარდა.

მიმდინარე სეზონში უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე საქართველოს ოთხმა გუნდმა, ჯამში, 2,500 ქულა დააგროვა, მათგან ნახევარი „იბერიის“ ანგარიშზეა – 1,250 ქულა. ლა ლიგის გუნდთან გამარჯვებით საქართველოს რეიტინგში 0.250 ქულა დაემატა, ესტონეთს (7.041) გადაასწრო და ამჟამად 7.250 ქულით 49-ე ადგილზეა.

2.500 ქულა ბოლო 14 წელიწადში საუკეთესო შედეგია. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 2011/12 წლების სეზონში გვქონდა – 2.875 ქულა. რეიტინგი ბოლო 5 წლის მაჩვენებლით ითვლება. თითო მოგებაზე ქვეყანას 0.500 ქულა ემატება, ფრეზე – 0.250.

კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გასვლით „იბერიის“ მიერ მოპოვებულმა ქულებიდან გამომდინარე, საქართველო ევროტურნირებზე კვლავ ოთხი გუნდით ითამაშებს.

მსგავსი