ესპანელი ჟურნალისტი – თუ ალისონი დარჩება, შესაძლოა, „ლივერპული“ მამარდაშვილს იჯარით გაშვებას დათანხმდეს #1TVSPORT
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა – საქართველოს ნაკრების მეკარის შესაძლო ტრანსფერზე რამდენიმე წამყვანი ესპანური გამოცემა წერს.
გავრცელებულ ინფორმაციას „მუნდო დეპორტივოს“ ჟურნალისტი ხოსე ანტონიო გარსია ერნანდესი გამოეხმაურა: „მამარდაშვილის დაბრუნება? „ვალენსია“ ქართველ მეკარეს დაუკავშირდა, მას ქალაქი უყვარს, ხოლო „ლივერპული“, შესაძლოა, იჯარით ტრანსფერის განხილვას დათანხმდეს. ამჟამად მამარდაშვილს „ლივერპულის“ დატოვება არ სურს, ვითარება რთულია, მაგრამ არა უიმედო“.
შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ინტერნეტპორტალი AnfieldEdition-იც ავრცელებს: „თუ ალისონი „ლივერპულში“ დარჩება, ეს გიორგი მამარდაშვილის პოზიციაზე გავლენას მოახდენს – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი კიდევ ერთი სეზონი მეორე მეკარეობას დათანხმდეს“.