კიელინიმ და ბეილმა „ლოს ანჯელესში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარეს [ვიდეო] #1TVSPORT

„ლოს ანჯელესი“ MLS -ის რეგულარული ჩემპიონატში „ნეშვილს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

სადებიუტო მატჩი ჰქონდათ „ლოს ანჯელესის“ ახალწვეულებს, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს ჯორჯო კიელინისა და გარეტ ბეილს.

ამერიკელთა იტალიელი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, უელსელი კი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

„ნეშვილთან“ გამარჯვების შემდეგ, „ლოს ანჯელესს“ 42 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.