„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

კიევი-თბილისის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.

როგორც პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, სავარაუდოდ ავარიული დაშვების მიზეზი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა.

მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამაშველო ჯგუფი მობილიზებული იყო, თუმცა „უკრაინის ავიახაზების“კუთვნილ თვითმფრინავზე მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს სამაშველო სამსახურის დახმარება არ დასჭირვებიათ.

ამ წუთებში თვითმფრინავი ტექნიკურ შემოწმებას გადის, რის შემდეგაც გაირკვევა შეასრულებს თუ არა „უკრაინის ავიახაზების“ აღნიშნული ლაინერი თბილისი-კიევის რეისს.