კელნი-თელ ავივის რეისს პრობლემა შეექმნა და ბენ გურიონის აეროპორტში ავარიულად უნდა დაეშვას
კელნი-თელ ავივის რეისს პრობლემა შეექმნა და ბენ გურიონის აეროპორტში ავარიულად უნდა დაეშვას

ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისთვის ემზადებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ კელნიდან ისრაელში, თელ ავივში მიმავალ რეისს, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ავარიული დაშვება უწევს.

წინასწარი ცნობით, პრობლემა თვითმფრინავის ერთ-ერთ შასს აქვს.

ადგილზე სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. ბორტზე 152 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან.