რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვი
რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვი

რუსეთის „ჟუკოვსკის“ აეროპორტთან თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებული ბავშვების ასაკი ორიდან ცხრა წლამდეა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ავიალაინერი „ეარბას ა321“ სიმფეროპოლში მიფრინავდა. „ურალის ავიახაზებში“, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის, განაცხადეს, რომ ავიალაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო, რადგან ორივე ძრავში ფრინველი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ძრავები მწყობრიდან გამოვიდა. ავიალაინერი „ჟუკოვსკის“ აეროპორტთან, სიმინდის ნათესებში ავარიულად დაეშვა.