ავიაკომპანია „არმენიას“ თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემის გამო თბილისში დაჯდა
ავიაკომპანია „არმენიას“ თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემის გამო თბილისში დაჯდა

ავიაკომპანია „არმენიას“ თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ტექნიკური პრობლემის გამო თბილისში დაჯდა. ამის შესახებ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი იუწყება.

პრობლემა ბორტის ელექტრონულ სისტემას უკავშირდებოდა. ბორტზე 118 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

პორტალ flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი მოსკოვის მიმართულებით უკვე გაფრინდა.

„არმენია“ ქართული „ჯორჯიან ეარვეისის“ პარტნიორი ავიაკომპანიაა, რომელიც თბილისიდან ერევნის გავლით რუსეთში ახორციელებს ფრენებს.