რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავს ერთი ძრავი დაუზიანდა და ავარიული დაშვებისთვის ემზადება
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავს ერთი ძრავი დაუზიანდა და ავარიული დაშვებისთვის ემზადება

რუსეთში რეისის შესრულების დროს სამგზავრო თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავი დაუზიანდა და ავარიული დაშვებისთვის ემზადება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ბორტზე 80 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფება. ამჟამად სამგზავრო თვითმფრინავი ტიუმენის აეროპორტის თავზე იმყოფება და ავარიული დაშვებისთვის ემზადება.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეთ 100“ ტიუმენიდან სანქტ-პეტერბურგში უნდა გაფრენილიყო.