ხვალ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება
ხვალ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება

ხვალ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დეტალების შეთანხმებას აპირებს. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი 24-25 მაისს პეტერბრუგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორმუმში მიიღებს მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან უკრაინის და სირიის საკითხზეც გეგმავს საუბარს.