ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გადაადგილება შეუზღუდავად არის შესაძლებელი, ადმინისტრაციულ ერთეულებში კი, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.
თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 50-60 სმ-ს აღწევს.
ამასთან, ელექტროენერგია სრული დატვირთვით ყველა აბონენტს მიეწოდება.