ჩილეში, სანტიაგოს რეგიონში თოვლი მოვიდა
ჩილეში, სანტიაგოს რეგიონში თოვლი მოვიდა

ჩილეში, სანტიაგოს რეგიონში თოვლი მოვიდა, რაც წელიწადის ამ დროს ამ რეგიონისთვის უჩვეულოა.

ხელისუფლებამ მოუწოდა სანტიაგოს მეტროპოლიტენის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ამინდის შესაბამისად ჩაიცვან და ფრთხილად მართონ ავტომობილები.

ელექტროენერგიისა და საწვავის ზედამხედველის ოფისის მონაცემებით, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 225 000 ადამიანს აქვს.

დედაქალაქში თოვლი უჩვეულოა, თუმცა ასეთი შემთხვევა 2020 წლის ივლისშიც დაფიქსირდა, მაშინ დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მოვიდა თოვლი, კონკრეტულად კი, ლო ბარნეჩის კომუნაში.