ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი თოვისა და წვიმის გამო ავტომაგისტრალებზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი თოვისა და წვიმის გამო ავტომაგისტრალებზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალებზე მოძრაობა შეფერხებულია, გაუქმებულია ასობით მატარებლის მიმოსვლა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სახელმწიფო მედიის ცნობით, დიდთოვლობის გამო ვუჰანში მდებარე ტიანეს აეროპორტი დროებით დაიხურა.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და ტრანსპორტის სამინისტრომ 11 პროვინციისა და მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად 19,61 მილიონი დოლარი გამოყვეს.

ჩინეთის ეროვნული საგანგებო მაუწყებლის ცნობით, ქვეყანაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეა მოსალოდნელი.