ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს.​

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გადაადგილება შეუზღუდავად არის შესაძლებელი, ადმინისტრაციულ ერთეულებში კი, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 50-60 სმ-ს აღწევს.

ამასთან, ელექტროენერგია სრული დატვირთვით ყველა აბონენტს მიეწოდება.