ხორავას საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი წარედგინა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
მორჩაძეს ბრალი ედება ბრალი სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მოწმეზე ზემოქმედებასა და სანაცვლოდ ფულის შეთავაზებას გულისხმობს.
მორჩაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
ადვოკატ ზაალ თავაძის თქმით, ხვალ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მისივე ინფორმაციით, პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.
ადვოკატი ზაალ თავაძე ამბობს, რომ ოჯახთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაირკვევა, თუ რას მოითხოვს დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას.
მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ამასთან, ბრალი უკვე წარედგინა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.