ხორავას ქუჩის საქმეზე დროებით საპარლამენტო კომისიას შესაძლოა, სერგი კაპანაძემ უხელმძღვანელოს
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ უხელმძღვანელოს.
ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
ამასთან, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პარტიებს შორის კვოტები დღეს გადანაწილდა. კონსულტაციების შედეგად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შედგა, გადაწყდა, რომ 17-წევრიანი კომისიიდან ცხრა ადგილი „ევროპულ საქართველოს“ ერგება. მათივე წარმომადგენელი იქნება კომისიის თავმჯდომარეც.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და მისი შემდგომი გამოძიების პროცესს ნათელს მოჰფენს.
ამასთან, სერგი კაპანაძე დღეს ბრიფინგზის გამართვას გეგმავს, ბრიფინგი 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული.