ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, დ.ღ-ს ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, დ.ღ-ს ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დ.ღ-ს სასჯელის ზომა გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დ.ღ-ს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი  ერთი მეოთხედით შეუმცირდა და ორი წლითა და სამი თვით განესაზღვრა.

ამასთან, დ.ღ-ს პატიმრობაში გატარებული ექვსი თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გადაწყვეტილება მიუღებელია და აუცილებლად გაასაჩივრებენ.

დ.ღ. სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ 16 მაისს ცნო. დღეს სასამართლომ სასჯელის ზომა განსაზღვრა.