არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს
არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დ.ღ. ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასჯელის სახეს და ზომას მოსამართლე 22 მაისს გამოაცხადებს. დ.ღ-სთვის წაყენებული ბრალდება ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას #4-ში დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დღეს, დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, მან მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მოკლული დავით სარალიძის მამას, გამოძიებას კი ცრუ ჩვენება მისცა. ბრალდებული არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.