ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე ტოიოტა „პრიუსის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მეათაკლასელ ბიჭს დაეჯახა.
დაშავებული ხობის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ცხედარი უკვე გადაასვენეს ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.