ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის კუთვნილი სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორივე ავტომობილის მძღოლები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ზუგდიდისა და ხობის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.