ხობის კულტურის სახლში, გაზეთ „ხობის მოამბის” რედაქციის ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. სარემონტო სამუშაოებისთვის 850 ათასი ლარი დაიხარჯა. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ჭერის ჩამონგრევა სამუშაო საათებში მოხდა , თუმცა არავინ დაშავებულა.
ხობის მერის მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ აღნიშნა, რომ სამუშაოები შ.პ.ს. „კომპანიონმა“ შეასრულა, რომელსაც ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს.მისივე თქმით, შენობას ჩაბარებისას ექსპერტიზის დასკვნაც თან ახლდა.
„უახლოეს დღეებში ჩამოვლენ სპეციალისტები და დაიდება ზუსტი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა“,-განაცხადა ვარაზ გაბედავამ.