ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

10:52, 01.02.2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი