ხობის სოფელ ყულევში, კუნძულის ტერიტორიაზე ხანძარია

01:38, 14.01.2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, კუნძულის ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც ხობის მერიაში აცხადებენ, დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ხანძარი ლიკვიდირებულია და ამჟამად ცეცხლი კუნძულის ტერიტორიაზე ეკალბარდებს უკიდია. მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები რჩებიან.

მსგავსი